შალვა პაპუაშვილი დოკუმენტზე, რომელსაც მხარი 26-მა სახელმწიფომ დაუჭირა, ამტკიცებს, რომ “ჩავარდა”.
საუბარია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გაფართოებასთან დაკავშირებით მიერ გუშინ გამოქვეყნებულ დასკვნაზე.
“ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ბრიუსელმა თვითმხილება მიუწყო იმ პოლიტიკისა, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგაწარმოებს.
“გუშინ ევროპულ საბჭოზე საქართველოზე განცხადება ჩავარდა და დანიამ ერთპიროვნულად გამოაქვეყნა ეს ტექსტი, რომელშიც დოკუმენტირებულად ვნახეთ მოთხოვნა, რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები.
რა საჭიროა ეს პროცედურები, თუკი საბოლოო ჯამში ამას მაინც ისე მიყიდიან საზოგადოებას- მათ შორის ქართულ საზოგადოებას და ევროპულ საზოგადოებას, როგორც ევროპული საბჭოს პოზიცია, რომელიც არ არსებობს, ეს დოკუმენტი ჩავარდა, სწორედ იმიტომ, რომ ეს იყო სავსე დეზინფორმაციით.
ყველა ეს პასაჟი არის მხილება ბრიუსელის, თვითმხილება იმ მავნებლური პოლიტიკისა, რომელსაც ბრიუსელი აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ. გვიკრძალავენ საგარეო პოლიტიკის ისე წარმოებას, რომელიც არ ემთხვევა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. ეს არის პირდაპირ ხელყოფა საქართველოს სუვერენიტეტისა, როდესაც ბრიუსელი მოითხოვს, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა რაღაც ვასალური სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის მსგავსად გვქონდეს.
მესამე – როცა საუბარია ე.წ. უსამართლოდ დაპატიმრებულების გათავისუფლებაზე, თქვენ დააკვირდით ერთ რამეს, არცერთ განცხადებაში არ ამბობენ, ვის გულისხმობენ”, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გაფართოებასთან დაკავშირებით გამოტანილი დასკვნებში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა მანამ, სანამ ხელისუფლება გამოავლენს მტკიცე ერთგულებას კურსის შეცვლის მიმართ და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდება.
საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები .


















