პაპუაშვილი – დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით ედგა სახელმწიფოს ურთულეს პერიოდში, ჩვენს ექიმებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, პედაგოგებს

ეს წელი, დამოუკიდებლობის შემდეგ, იყო ერთ-ერთი ურთულესი ჩვენი ქვეყნისთვის; საზოგადოება ერთდროულად იდგა ოკუპაციის, პანდემიის, ეკონომიკური გამოწვევებისა და თავსმოხვეული პოლარიზაციის წინაშე, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, რომლის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევასაც დღეს უყრიან კენჭს.

„მიუხედავად ამ ურთულესი გამოწვევებისა, ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობით, შევინარჩუნეთ მშვიდობა, უკან დახევის გარეშე, გადავლახეთ პანდემიის რამდენიმე მძიმე ტალღა, ქვეყნის ეკონომიკა დავუბრუნეთ პანდემიამდელ მდგომარეობას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სათანადო ჩატარებით შევქმენით მყარი საფუძველი ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა, ხელისუფლების მოკავშირეობისთვის და ყველა სირთულის გადალახვისთვის მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს, ექიმებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, პედაგოგებს.

„ყველა ამ გამოწვევასთან გამკლავებაში ქართველი ხალხის და ხელისუფლების მოკავშირეები იყვნენ ჩვენი ექიმები, ჩვენი პოლიციელები, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პედაგოგები. დიდი მადლობა მათ და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით ედგა სახელმწიფოს ამ ურთულეს პერიოდში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიქნები საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – ეს პარლამენტი სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა ამ დარბაზში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან