პაპუაშვილი – დეზინფორმაციის ტალღა, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ, კომიკურ სახეს იღებს

ის დეზინფორმაციის ტალღა, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ, კომიკურ სახეს იღებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ოპოზიციის პროტესტის თაობაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, კამპანია აწარმოონ, რომ არჩევნებზე ადგილი ჰქონდა „კარუსელს“.

„ის დეზინფორმაციის ტალღა, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ, კომიკურ სახეს იღებს. მართლა სასაცილოა. გუშინწინ პრეზენტაცია ჩავატარეთ და ვისაუბრეთ ოლქებზე, დისბალანსზე, საარჩევნო უბნებზე და ვთქვით, რომ დეზინფორმაციები ვრცელდება. ოპონენტები ოქმებზე დაყრდნობით ცდილობენ, კამპანია ააწყონ, რომ „კარუსელი“ ჩატარდა და ციფრების გადამრავლება ხდება, თითქოს, არჩევნები გაყალბდა. ეს ყველაფერი არის მარტივი ტყუილი. არჩევნებში არ ყოფილა ისეთი ხარვეზები, რაც ზოგადად არჩევნებს არ ახლავს ხოლმე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებთან რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და გამოწვევები განიხილა
შემდეგი სტატია“გაცილებით უფრო მწვავე შეფასებები მოჰყვება იმას, როდესაც ჩვენ გავასაჩივრებთ ოლქის შემაჯამებელ ოქმებს”