14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

პაპუაშვილი დაკავებულ ძალოვნებზე: შესაძლოა, ამ ადამიანებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, რომ “მოლოტოვის კოქტეილი” ვიღაცას არ მოხვედროდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტ გურამ როგავასა და პოლიტიკოსების მიმართ ძალადობაში ბრალდებული სპეცრაზმელების დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ შესაძლოა, მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ვიღაცას არ მოხვედროდა.

“პროკურატურამ რა მომენტშიც ჩათვალა, რომ მას ჰქონდა შესაბამისი, მყარი მტკიცებულებები კონკრეტული პირების მიმართ, ვნახეთ კიდევაც, რომ არ დააყოვნა ბრალის წარდგენამ.

არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ: იმ დღეებში ცდილობდნენ საქართველოს დამხობას, ქვეყნის დამხობას, ვხედავდით ძალადობას პოლიციელების მიმართ, პარლამენტის შენობის გადაწვის მცდელობას, ვხედავდით ევროპის დროშით შეიარაღებულ რადიკალებს „მოლოტოვის კოქტელებს“ როგორ ესროდნენ და ადამიანების ცოცხლად დაწვას ცდილობდნენ და რა თქმა უნდა, ამ დროს, ჩვენი პოლიციელები, სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, დიდი გამოწვევის წინაშე იყვნენ, რომ ეს ძალადობა და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული აქტი არ შემდგარიყო, შესაბამისად, რეაქცია ჰქონოდათ. 

შესაძლოა, ამ ადამიანებმაც, რომელთაც ბრალი აქვთ წაყენებული კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, იმ დღეებში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ვიღაცას არ მოხვედროდა და ცოცხლად არ დამწვარიყო, რომ ის მაშხალები, რომელსაც პარლამენტს ესროდნენ, არ წასულიყო იმ მიმართულებით და არ გადამწვარიყო საქართველოს პარლამენტის შენობა. ასე რომ, ესეც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს ადამიანები იქ უპირველეს ყოვლისა, იყვნენ იმისთვის, რომ ქვეყანა დაეცვათ, თუმცა, გადაცდომებსაც შესაბამისი რეაგირება ექნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპუტინი: უკრაინაში ჩვენი ჯარისკაცები ნატოს მიერ მხარდაჭერილ “აგრესიულ ძალას” ებრძვიან
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ნარკოდაშანაულის ფაქტებზე 11 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა