პაპუაშვილი: ჩვენ ვნახეთ, როგორ მოექცნენ სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს, უკრაინაში

ჩვენ ვნახეთ, როგორ მოექცნენ მიხეილ სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს, უკრაინაში – ვნახეთ კადრები, როგორ მოხდა მისი დაკავება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

“იუსტიციის სამინისტრომ ჩანაწერები იმიტომ გამოაქვეყნა, რომ ეჩვენებინათ, მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაცული იყო ყველა სტანდარტი, კერძოდ, პატიმრის მიმართ მოპყრობის თვალსაზრისით. რაც შეეხება ქვეყნებს შორის ურთიერთობას, ეს მიხეილ სააკაშვილთან კავშირში არ არის. კადრების ჩვენების მიზანი იყო, რომ მისი უფლებები არის დაცული. პრეტენზიები არც არის გამოთქმული იმის თაობაზე, როგორ მოხდა მისი შესახლება მე-18 დაწესებულებაში. პრეტენზიები უფრო ისმის იმაზე, ამ კადრების გამოქვეყნება ღირდა თუ არა. თავისთავად, მძიმე კადრებია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვიმყოფებით დეზინფორმაციული შტურმის ეპიცენტრში, როცა ქართული სახელმწიფოს და სასჯელაღსრულების სისტემის დისკრედიტაციას ცდილობენ. მნიშვნელოვანია, ამაზე იყოს მკვეთრი პასუხი საზოგადოებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილს ემიგრაციიდან მხარდაჭერას უცხადებს შეიარაღებული ძალების თადარიგის უფროსი სერჟანტი მიხეილ ხორგუაშვილი
შემდეგი სტატიასააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი – ჩემი შეფასებით, პრეზიდენტი არის მხნედ