პაპუაშვილი: ჩვენ გარშემო ცეცხლის რკალია, ჩვენ ლამის, ერთადერთ მშვიდობის ოაზისად ვრჩებით

“ჩვენ ძალიან რთული 2 წელი გავიარეთ, სადაც სხვადასხვა მხრიდან მუდმივი თავდასხმის ობიექტები ვიყავით. იმის გათვალისწინებით, რომ წელს ბევრ ქვეყანაში არჩევნებია, მოსალოდნელია, რომ ასევე იქნება მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა იქნება. ამას ემატება უკრაინის ომის შემდეგ, ისრაელში არსებული ვითარება დაემატა, ამ დღეებში ვხედავთ ირანსა და პაკისტანის შორის იერიშებს. ასე რომ, ჩვენ გარშემო, ფაქტობრივად, ცეცხლის რკალია და ჩვენ ერთ-ერთ და, ლამის, ერთადერთ მშვიდობის ოაზისად ვრჩებით. ამ მშვიდობის ოაზისს შენარჩუნება უნდა და ამას წელს სჭირდება განსაკუთრებული კონცენტრირება და ერთსულოვნება ჩვენი საზოგადოების და ჩვენი პოლიტიკური გუნდის,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი – ოპოზიციამ თავი უნდა დაანებოს „ქართული ოცნების“ ხარჯზე მანდატების მიღებას, ეს მათ შეძლეს 2020 წელს, როდესაც ერთპროცენტიანი ბარიერი დაწესდა, სამადლოდ მიიღეს ის მანდატები, რომლებიც აქვთ
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი: ანტიდასავლური სიბრიყვე, ხუშტური და ბოღმა, როგორ იღებს ამას, მათ შორის ლევან იოსელიანი, როგორც ქრისტიანი ადამიანი?