პაპუაშვილი – ცესკოს წევრების არჩევის წესის ცვლილებებთან დაკავშირებით არგუმენტირებული კრიტიკა არ არსებობს

პარლამენტის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცესკოს წევრების არჩევის წესის ცვლილებებთან დაკავშირებით არგუმენტირებული კრიტიკა არ არსებობს.

როგორც პაპუაშვილმა ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შეფასების კომენტირებისას აღნიშნა, კანონპროექტის მიღების პროცესი ინკლუზიური და მრავალპარტიული იყო.

„ის, რომ ეს ცვლილება გონივრულია, ისიც ადასტურებს, რომ არგუმენტირებული კრიტიკა ამ ცვლილებების არ არსებობს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საპროცედურო კომიტეტზე მეორე მოსმენით განხილვას ესწრებოდნენ და ამ პროექტთან დაკავშირებით კითხვაც არ დაუსვამთ.

ყველამ ნახა კენჭისყრის შედეგები, ამ ცვლილებებს მესამე მოსმენით ჩვენ გარდა ოთხმა პოლიტიკურმა ჯგუფმა დაუჭირა მხარი. ასე რომ, ეს არის რამდენიმე პარტიის მიერ მიღებული ცვლილებები. ამიტომ როგორც ინკლუზიურობა, ისე მრავალპარტიულობა ამ კუთხით მოცემულია და რაც მთავარია, ამ ცვლილებების მიმართ არგუმენტირებული კრიტიკა არ არსებობს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – დაწუნებული ვარ, ყველა პრობლემას, გამოწვევას, რომელიც დღეს აწუხებს საზოგადოებას, გაეცემა ღირსეული პასუხი
შემდეგი სტატია„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით, თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონსა და თერჯოლაში ხუთი პირი დააკავეს [ვიდეო]