პაპუაშვილი: ბრიუსელმა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების გამართლება და მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა უნდა შეწყვიტოს

“ბრიუსელმა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების გამართლება და მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა უნდა შეწყვიტოს.
სამწუხაროა, რომ ბრიუსელი არ ითვალისწინებს წარსულის გაკვეთილებს, როდესაც სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, რუსთავი 2-ის თუ სხვათა საქმეებზე, სტრასბურგის სასამართლო ყოველ ჯერზე ამხელდა ამგვარი ჩარევის უსამართლობას.
ევროკავშირის ბიუროკრატები და პოლიტიკოსები ევროპული ღირებულებების ერთგული რომ ყოფილიყვნენ, წესით, სტრასბურგის სასამართლოს ყოველი მსგავსი გადაწყვეტილების შემდეგ, ქართველ ხალხს მათგან ბოდიში უნდა მოესმინა. თუმცა, ბოდიშის ნაცვლად, ქართულ სახელმწიფოზე უსამართლო თავდასხმებსა და იმავე მანკიერ წრეზე სიარულს ვხედავთ”. – წერს Facebook-ზე ივანიშვილის წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძის წერილი საპატიმროდან
შემდეგი სტატია“მე უბრალო ბიჭი ვარ, რომელსაც თქვენსავით უყვარს სამშობლო და თავისუფლება”-მათე დევიძის წერილი ციხიდან