პაპუაშვილი ბრიტანეთის საელჩოს: გაასაჯაროვეთ, ვის რა თანხით აფინანსებდით და აფინანსებთ

ივანიშვილის წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრიტანეთის საელჩო აპირებდა “ადგილობრივი არჩევნების ჩაშლის გაცხადებული მიზნის მქონე პარტიული პროპაგანდის და ექსტრემისტი პოლიტიკოსების დაფინანსებას” და მოითხოვს, საელჩომ გაასაჯაროოს, “ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს”

“ბრიტანეთის საელჩოს განცხადების შემდეგ, გამჟღავნდა, რომ საელჩო აპირებდა ადგილობრივი არჩევნების ჩაშლის გაცხადებული მიზნის მქონე პარტიული პროპაგანდის და ექსტრემისტი პოლიტიკოსების დაფინანსებას, რაც ამყარებს ეჭვს, რომ ეს არ იყო პროპაგანდისა და ექსტრემიზმის დაფინანსების პირველი მცდელობა.

მივმართავ ბრიტანეთის საელჩოს, გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს.

ასევე მივმართავ ყველას, ვისაც, შესაძლოა, ჰქონდეს რაიმე ინფორმაცია ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებებთან დაკავშირებით, მომაწოდოთ ეს ინფორმაცია”. – წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, ბრიტანეთის საელჩოს მიერ, 11 ივნისს გავრცელებული განცხადების მიხედვით, ოცნების მიერ ინიცირებული კანონის გამო, გრანტების დამტკიცების პროცედურები ჯერ არ არის დასრულებული, რის შესახებაც ქართულმა ოცნებამ საელჩოს აცნობა.

საელჩოს ინფორმაციით, “ამ გაურკვევლობის გამო”, გააუქმეს დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას”.

ტაბულამ მოიგო გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გრანტი, 50 000 ფუნტის ოდენობით, რომელიც უნდა მოხმარებოდა თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებას.

banner
წინა სტატიაშიისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ექვსი ირანელი ბირთვული მეცნიერი დაიღუპა
შემდეგი სტატიასაქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს