პაპუაშვილი – ბრალდებებით, რაც უკრაინიდან ისმის, უკრაინის სტრუქტურები საკუთარი განცხადების დამაჯერებლობას აზიანებენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრალდებებით, რაც უკრაინიდან ისმის, უკრაინის სტრუქტურები საკუთარი განცხადების დამაჯერებლობას აზიანებენ. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ უნგრეთმა უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმის მზადების შესახებ წინასწარ იცოდა.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გვესმის ასეთი სახის ბრალდებები. ბრალდებები მოვისმინეთ საქართველოს სომხეთის და აზერბაიჯანის მიმართ, ახლა, უნგრეთის მიმართ გვესმის. როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც ნატო-ს წევრ ქვეყანას ბრალდებას წაუყენებ, რომ ის რუსეთთან კავშირშია. მე გუშინაც ვთქვი კომენტარში, რომ სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, ამით უკრაინის სტრუქტურები საკუთარი განცხადების დამაჯერებლობას აზიანებენ და შედეგიც არის, ვხედავთ,რომ საზოგადოებაში ამაზე რეაქცია აღარაა“, – აცხადებს პაპუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიკარლ ჰარცელი – ბატონი სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ხობი 2 ჰესის“ გვირაბის გაყვანის სამუშაოები დასრულდა