3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

პაპუაშვილი: BBC-სგან საჩივარზე რამდენიმე დღის წინ პასუხი მივიღეთ

„BBC-სგან საჩივარზე რამდენიმე დღის წინ პასუხი მივიღეთ. რა თქმა უნდა წინასწარვე ჰქონდათ თავისი პოზიცია გამჟღავნებული, არ აპირებენ გადახედონ საკუთარი ჟურნალისტების საქმიანობას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხეს, მიიღო თუ არა პასუხი ხელისუფლებამ საჩივარზე, რომელიც BBC-ს გაუგზავნა.

„BBC-სგან საჩივარზე რამდენიმე დღის წინ პასუხი მივიღეთ. რა თქმა უნდა წინასწარვე ჰქონდათ თავისი პოზიცია გამჟღავნებული, არ აპირებენ გადახედონ საკუთარი ჟურნალისტების საქმიანობას და ამ პასუხშიც იგივე პოზიციაა. თავიდანვე ვთქვით, რომ მივყვებით პროცედურებს. ჩვენი იურისტები მუშაობენ უკვე საპასუხო მიმართვაზე, რომელიც ბრიტანეთის კანონმდებლობიდან გამომდინარე, კვლავ BBC-ში უნდა გავასაჩივროთ, მათი პოზიცია შიდა რეგულაციის დონეზე. BBC-სგან დიდი იმედი არ გვქონდა, რომ როდესაც ასეთ ფალსიფიკაციას მხარს უჭერ და აქვეყნებ, შემდეგ საკუთარ თავს დააბრალებდნენ რამეს, ამიტომაც მივყვებით ყველა პროცედურას. გამოცდილება გვეუბნება, რომ სადაც რომელიმე უცხოური სახელმწიფო, ორგანიზაცია შეეჭიდა საქართველოს, ყველგან დამარცხდა. ასე რომ, აქაც ნახავთ მწარე მარცხს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

BBC, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ საჩივრით მიმართა, „ფორმულასთან“ ამბობს, რომ მოსარჩელეს კითხვებზე პასუხი უკვე გასცა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი გახარიას წინააღმდეგ-სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირი შეიძლება იყოს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას