პაპუაშვილი: არ არის საქართველოში და მგონი, ამას არ სჭირდება დიდი ექსპერტიზა

მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში და მგონი, ამას არ სჭირდება დიდი ანალიზი და ექსპერტიზა, რომ მიხვდეთ, მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში და არც აპირებს ჩამოსვლას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა მოუწოდა ყველას, ფოკუსირებული იყვნენ ხვალინდელ არჩევნებზე.

“პრობლემა იმაში არის, რომ ჩვენ ვხედავთ რასთან გვაქვს საქმე. ამაზე ხომ დიდი ხანია, ვსაუბრობთ. ეს არის ნაწილი სწორედ იმის, რომ წინასაარჩევნო კამპანია არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს არის მათი კამპანია – დეზინფორმაცია, ყალბი ამბები. ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებს „ნაციონალური მოძრაობა“. სწორედ ამიტომ, დღეს ამით მათ მართლაც საბოლოო ჯამში დაიმთავრეს თავი. მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში, მგონი, ამას არ სჭირდება დიდი ანალიზი და ექსპერტიზა, რომ მიხვდეთ, მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში და არც აპირებს ჩამოსვლას.

პრობლემა ის კი არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილი ასე მასხრობს, პრობლემა ისაა, რომ ასე მასხრად იგდებს საკუთარ მხარდამჭერებს და სულ ცოტა ხანში ხომ თვითონ გაარკვევენ მისი მხარდამჭერები, რომ მან და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ აბუჩად აიგდო საკუთარი მხარდამჭერები. ეს არის ყველაზე გულდასაწყვეტი. პირადად მე არანაირ ექსპერტიზას არ ვაპირებ. ამას ხომ ექსპერტიზა არ სჭირდება, ეს არის უბრალოდ საღი აზრი. ესაა პრობლემა, რომ სიტყვაზე ენდობით ადამიანს, რომელმაც 17-ჯერ დადო პირობა, ჩამოვიდოდა, დადო საკუთარი ამომრჩევლის და მომხრეების წინაშე პირობა, რომ ჩამოვიდოდა, 17-ჯერვე მან მასხრად აიგდო საკუთარი ამომრჩეველი და რატომ უჯერებთ საერთოდ ამ ადამიანის სიტყვებს. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, ვკონცენტრირდეთ ხვალინდელ არჩევნებზე. წინასწარ მოვუწოდებ ჩვენს ამომრჩევლებს, ხვალ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ყველას, ვინ წყვეტს ამ ქვეყნის ბედს. მოდით ყველა არჩევნებზე და მხარი დაუჭირეთ „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიობოლაძე : მისი ჩამოსვლა ქვეყანაში ცვლილებების ხელშეწყობას უკავშირდება
შემდეგი სტატიამდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის კურორტ ტრუსკავეცში, სასტუმრო „რიქსოსში“ იმყოფება