პაპუაშვილი – ახლა მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოს სჭირდება ნატო, ნატო-ც იყოს სწორად იქ

გულდასაწყვეტია, რომ გადამწყვეტი ნაბიჯი, რასაც ჰქვია საქართველოსთვის და უკრაინისთვის ნატო-ს წევრობის შეთავაზება ჯერ კიდევ არ არის გადადგმული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ნატო-ს სამიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მადრიდის სამიტიდან მივიღეთ კიდევ ერთი სიგნალი ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერისა და საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის პროგრამის შექმნისა, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.

,,საუბარი გვქონდა უსაფრთხოების კუთხით, რომელიც მიმდინარეობს რეგიონში და საჭირო არის უფრო აქტიური მოქმედება, თუმცა სამწუხაროდ ის მთავარი ნაბიჯი, რომელსაც მოველით გადადგმული არ არის. საქართველო არის სრულად თავსებადი ნატო-სთან, ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი არის სრულ შესაბამისობაში. საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიის დროს და ყველგან სადაც ნატო-ს წევრ ქვეყნებს სჭირდებათ, საქართველო არის იქ. ახლა მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოს სჭირდება ნატო, ნატო-ც იყოს სწორად იქ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარავის სურს საქართველოს ომში ჩაბმა, ჩვენი სურვილია, ეს ომი სწრაფად დასრულდეს – კელი დეგნანი
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი კელი დეგნანის განცხადებაზე – „ფეესბეს“ სახელმძღვანელოები წაკითხული არ მაქვს, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი