პაპუაშვილი: 21 მნიშვნელოვანი ცვლილება ხორციელდება რომელიც ძირეულად და ფუნდამენტურად ცვლის საარჩევნო სისტემას და პროცესს

შალვა პაპუაშვილი: 21 მნიშვნელოვანი ცვლილება ხორციელდება რომელიც ძირეულად და ფუნდამენტურად ცვლის საარჩევნო სისტემას და პროცესს

„პროცესი, რომელიც დაიწყო თებერვალში და კანონპროექტის განხილვით გრძელდება იყო საინტერესო, მას შემდეგ რაც ამას შემოუერთდნენ 19 აპრილის შეთანხმების მონაწილე პარტიებიც, შევიძინეთ თანამშრომლობის, კომპრომისების და შეთანხმების გამოცდილება“, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებების კანონპროექტის ორდღიანი განხილვის შემდეგ.

შემაჯამებელ გამოსვლაში შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ დეტალურად განმარტა თუ რა ცვლილებები ხორციელდება კოდექსში და აღნიშნა, რომ ეს 21 პუნქტი ძირეულად და ფუნდამენტურად ცვლის საარჩევნო სისტემას და პროცესს.

მან ისაუბრა კანონპროექტზე მუშაობის დროს ოპოზიციის ჩართულობაზე: „ვიმუშავეთ ცვლილებებზე რაც ქვეყანას უფრო უკეთეს საარჩევნო სისტემას მისცემს, ჩვენ „ქართული ოცნება“ და სხვა ოპოზიცია, ვინც ამ ცვლილებებზე ვიმუშავეთ, ვართ დეპოლარიზაციის, გაერთიანების, სოლიდარობის მხარეს და მათ შორის ამ სისტემის გაუმჯობესების მხარეს. მეორე მხარეს ხართ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ხართ პოლარიზაციის, გაყოფის, შუღლის და ღვარძლის მხარეს.

ამ დღეებში განხილვაში ცხადად ჩანდა რა ხდებოდა აქამდე ოპოზიციაში, როგორ ცდილობდა ნაცმოძრაობა, რომ გადაებირებინა ოპოზიციის წარმომადგენლები და საბედნიეროდ დღეს ეს აღარ მოხდება, თქვენ დარჩებით მარტო.

აქამდე ნაცმოძრაობას მოვუწოდებდი 19 აპრილის შეთანხმებას შეერთებოდა და ხელი მოეწერა. დღეს მოგიწოდებთ არ მოაწეროთ ხელი შეთანხმებას, არ აშალოთ კარვები რომელიც პარლამენტის წინ ჯერ კიდევ არის. დარჩით ისეთები, როგორებიც ხართ, ვინაიდან სწორედ ისეთები როგორებიც ხართ აჩვენებთ საზოგადოებას როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური“, -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“უკვე არსებულს დაემატება ახალი ტურისტულ ცენტრები ყველა მუნიციპალიტეტში”
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: წითელი ხიდი-სარფის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების მაგისტრალის მშენებლობის დასრულებით მგზავრობის დრო განახევრდება და ნაცვლად 8 საათისა, იქნება 4 საათი