პაპუა-ახალ გვინეაში პოლიციამ სტუდენტური დემონსტრაცია დაცხრილა

პაპუა-ახალ გვინეაში პოლიციამ სტუდენტებს ცეცხლი გაუხსნა – ისინი პრემიერ-მინისტრ პიტერ ო’ნილის გადადგომას ითხოვდნენ – დღეს “ბიბისი” წერს.
სტუდენტური მანიფესტაცია უნივერსიტეტის კორპუსიდან გამოვიდა ქვეყნის დედაქალაქში პორტ-მორსბში და პარლამენტის შენობისკენ გაემართა. პიტერ ო’ნილის გადადგომის გარდა, მონაწილეები ყველა კორუფციონერის სისხლის სამართლებრივ დასჯას მოითხოვდნენ.
სამართალდამცველები დემონსტრანტებს ცრემლსადენი გაზით დახვდნენ და გამაფრთხილებელი სროლა გახსნეს.
როგორც პაპუა-ახალი გვინეას მინისტრთა კაბინეტის მეთაურმა განაცხადა,”პოლიციის უკიდურესი მოქმედება დემონსტრაციის მონაწილეების მიერ იყო პროვოცირებული, რომლებიც სამართალდამცველებს ქვებს ესროდნენ”. პიტერ ო’ნილის თქმით, აუცილებლად გამოიძიებენ მიზეზებს, თუ რატომ გამოვიდნენ სტუდენტები საპროტესტოდ და ვინ დგას მათ უკან.
სტუდენტებისა და ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა. ოფიციოზი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს.

banner
წინა სტატიაში„მე-4 საუკეთესო წლის“ დადგომის პერსპექტივა გაურკვეველი ვადით გადაიდო
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილმა და არჩილ ხაბაძემ ხელვაჩაურში მოქმედი საწარმო DAR CAPITAL დაათვალიერეს