პაპი ფრანცისკე: საქართველო ჩემთვის აღმოჩენა იყო, მე ვიპოვე ნამდვილი ღვთისკაცი – პატრიარქი

ბაქოში ვიზიტის შემდეგ, რომის პაპი იტალიაში გაემგზავრა. ბორტზე სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებთან ერთად მოამბის გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა. ბაქოსა და თბილისში ვიზიტის შთაბეჭდილებები რომის პაპმა მედიის წარმომადგენლებს გაუზიარა. საქართველოსთან დაკავშირებით რომის პაპმა ქეთევან ქარდავას შეკითხვას უპასუხა:

„მე საქართველოში ორი სიურპრიზი დამხვდა, ერთი თავად საქართველო, მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი ქრისტიანული რწმენით სავსე ასეთ ადგილს, ჩემი მეორე აღმოჩენა საქართველოს პატრიარქი იყო, ადამიანი უდიდესი და ძალიან ღრმა რწმენით, ის არის ღვთისკაცი, მე შემძრა პატრიარქის გაცნობამ და ეს გრძნობა მქონდა მასთან ყოველი შეხვედრისას. დავტოვე გრძნობით, რომ მე ვიპოვე ნამდვილი ღვთისკაცი.

რაც შეეხება საკითხებს რაც გვაშორებს და გვაერთიანებს, ვფიქრობ , რო ჩემი საქმე არ არის დოქტრინებზე საუბარი, მოდით დაუტოვეთ ეს თეოლოგებს განსახილველად, ეს თეოლოგებმა კარგად იციან და ორივე მხრიდან უნდა შეისწავლონ. რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს არის ერთმანეთისთვის ლოცვა და ერთობლივად ბევრი რამის გაკეთება… ამდენი ღარიბი ადამიანია, მოდით ერთად გავაკეთოთ რამე ღარიბი ხალხისთვის, ემიგრანტებისთვის, მათთვის ვისაც ბევრი პრობლემა აქვს, დავეხმაროთ ერთად, ეს არის ეკუმენიზმის გზა, ეს არის მხოლოდ დოქტრინის გზა, გზა რომელიც გრძელია, მოდით უკვე ერთად სიარულით დავიწყოთ, სურვილით და ნებით, ამის გაკეთებას შევძლებთ, ამის პარალელურად თეოლოგები გააგრძლებენ შესწავლას და ერთმანეთთან საუბარს. საქართველო არის არაჩვეულებრივი, ხალხი არა მარტო ქრისტიანული, არამედ მთელი არსით”- განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: ჩვენ მზად ვიყავით, ფინანსური გარანტიები მიგვეცა მამუკა ახვლედიანისთვის
შემდეგი სტატიაალეპოდან 7 წლის გოგონას “ტვიტერი”, რომელმაც მსოფლიო შეძრა