პანთეონი სადაც ნაზარბაევს დაასაფლავებენ

ყაზახეთში სამთავრობო დონეზე დაამტკიცეს და გამოაქვეყნეს პროექტი, რომელიც ასტანაში ასაშენებელ პანთეონს ეხება- აცხადებს ყაზახური მედია.
ყაზახური ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ამ პანთეონში პირველ რიგში და განსაკუთრებულ პოზიციებზე, ყაზახეთის პრეზიდენტები და მათი ოჯახის წევრები უნდა დაიმარხონ და რადგან ყაზახეთს პრეზიდენტი ჯერჯერობით ერთზე მეტი არ ყოლია და ისიც ცოცხალია, ყველასთვის გასაგები გახდა, თუ ვისი საძვალე შენდება ქვეყნის დედაქალაქში.
კანონის თანახმად, ნაზარბაევისა და მისი ოჯახის წევრების გარდა, პანთეონში პრემიერმინისტრი, მინისტრები, პარლამენტის წევრები და თავმჯდომარეები, გუბერნატორები, ქალაქის მერები და მათი ოჯახის წევრებიც კი უნდა დაიმარხონ. რის გამოც ასტანის ტერიტორიას მიმდებარე სოფლებიდან 9000 ჰექტარიც მიუმატეს,თუმცა რამდენი კვადრატული მეტრი იქნება პანთეონის მთავარი შენობა, ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია მხოლოდ პროექტის სავარაუდო ღირებულება – 250 მილიონი დოლარი.

banner
წინა სტატიაშისაუდის არაბეთმა ყატარული ,,ალჯაზირა,, დახურა
შემდეგი სტატიამარგველაშვილის გადადგომა და ვადამდელი არჩევნები – „პრეზიდენტი ამას აუცილებლად გააკეთებს“