პანსიონიდან ბავშვების გაყვანასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი ამ დროისთვის 20-მა ბენეფიციარმა დატოვა

ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცლებს და ამბობს, რომ იქ დარჩენილი ბავშვების ზრუნვის ალტერნატიულ ფორმაში განთავსებაზე მუშაობა მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, ყველა ღონისძიება სამინისტროს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, საპატრიარქოს სპეციალური კომისიისა და ბავშვზე ზრუნვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართულობით მიმდინარეობს.

“თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დროებითი განჩინების აღსრულების პროცესი – ნინოწმინდის პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვების გამოყვანის საკითხზე თანმიმდევრულად ხორციელდება. მიმდინარეობს მუშაობა დარჩენილი მოზარდების ზრუნვის ალტერნატიულ ფორმაში განთავსებაზეც.

ამასთანავე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტები ყველა გაყვანილ არასრულწლოვანთან ინდივიდუალურად აგრძელებენ მუშაობას”, – წერია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, სააგენტომ პანსიონატიდან 20 არასრულწლოვანის გამოყვანა უზრუნველყო, მათ შორის, 7 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.

banner
წინა სტატიაშიქალაქ ფოთის მერმა მოადგილეები წარადგინა
შემდეგი სტატიამეუფე სპირიდონის მხარდამჭერ აქციაზე ომბუდსმენის აპარატის გაუქმებას ითხოვენ