იან კელი: პანკისში ტერორისტული ბაზა არ არის

“პანკისში ტერორისტული ბაზა არ არის,” – ასეთი განცხადებით საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ, რუსეთის პირველ დიპლომატს უპასუხა, რომელმაც პანკისი ტერორიზმის თვალსაზრისით საფრთხის შემცველ ხეობად დაასახელა.

დღეს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად დუისში ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები იმყოფებოდნენ.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა ძალიან გარკვევით გასცეს პასუხი ბრალდებებს ტერორისტული ბაზების არსებობის შესახებ. ცხადია, ტერორისტებთან ბრძოლაში შეერთებული შტატები საქართველოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს. კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ პანკისში არ არის ტერორისტული ბაზა,“ – განაცხადა იან კელიმ.

 

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში აქციის მონაწილე მძღოლები საქართველოს მოქალაქეობის დატოვებით იმუქრებიან
შემდეგი სტატიაპროკურატურის ცნობით, ბიძინა კუჭავას ავტომობილში ნაპოვნი იარაღი გარდაცვლილს ეკუთვნის