პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს ოპერაცია უტარდება

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს ამ წუთებში ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტს ჩაუტარდა მოსამზადებელი პროცედურა და მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ დაიწყო ოპერაცია.

მისივე ინფორმაციით, მაჩალიკაშვილს ქალა-ტვინის შემავალი ერთი ჭრილობა აქვს.

სუს-მა დღეს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია – უსაფრთხოების სამსახური ძალიან ეფექტურად მუშაობს
შემდეგი სტატიანიგურიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამნისტირებული ყოფილი პატიმარია