პანკისში ჰესის მშნებლობის დაწყებას აპროტესტებენ

პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივები მდინარე ალაზანზე ჰესის მშნებლობის დაწყებას აპროტესტებენ.

მათი თქმით „ხადორი-3“- ის მშენებლობა ხეობაში ეკოლოგიურ პრობლემებს შექმნის.

პანკისელები განმარტავენ, რომ თუ მდინარის წყალს მილებში მოაქცევენ, ხეობა წყლის გარეშე დარჩება.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, კომპანია „ფერის” წარმომადგენლებს სხვადასხვა სახის დაპირებების მიუხედავად, მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.

banner
წინა სტატიაშიელტონ ჯონი შეკვეთილში ხვალ ჩავა
შემდეგი სტატიასაქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, 43 გრადუსამდე მოიმატოს