პანკისში ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, მოსახლეობა შეიკრიბა. ადგილობრივები 27 მეგავატიანი სიმძლავრის “სამყურისწყალი 2” ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.

მათი თქმით, ჰიდროელექტროსადგური ხეობისთვის როგორც ეკოლოგიურად, ასევე ჯანდაცვის კუთხით დამაზიანებელია. გარდა ამისა, პანკისელები შიშობენ, რომ მათ სასმელი და სარწყავი წყალი შეუწყდებათ.

კომპანია “ფერი”, რომელიც მშენებლობას ნოემბერში გეგმავს, მოსახლეობას ამ დრომდე არ შეხვედრია.

პანკისელებთან “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები ჩავიდნენ. მათ ადგილობრივებს სპეციალური კითხვარი გადასცეს, რომელიც ჰესის აშენების თანხმობას, ან უარს პირადი მონაცემების წარდგენით დაადასტურებს.

ირმა ინაშვილის თქმით, ეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი არ არის და საკითხის დაყენებას პარლამენტში გეგმავს.

banner
წინა სტატიაშილევან ვასაძემ და ალტ-ინფოს გუნდმა წალენჯიხაში ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლებთან შეხვედრა გამართეს
შემდეგი სტატია„პატრიოტთა ალიანსი“ სოფელ ჯოყოლოში ჰესის მშენებლობის საკითხზე გამოკითხვას ატარებს