პანკისში ჰესების თემაზე გამართული სახალხო კრების შემდეგ, სამი უხუცესი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

პანკისში ჰესებთან დაკავშირებით გამართული სახალხო კრების დასრულების შემდეგ სამი უხუცესი თელავში, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. უხუცესების ინფორმაციით, მათ პოლიციის ხელმძღვანელი შეხვდათ, რეგიონში ჰესის მშენებლობის მნიშვნელობაზე ესაუბრა და ადგილობრივების დარწმუნებაში დახმარება სთხოვა. ამ ფაქტს ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მათი შეფასებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და ხელისუფლება სასურველი შედეგის მიღებას ყველანაირი გზებით ცდილობს.

“ასეთი ამაზრზენი სიტუაცია დიდი ხანია არ მინახავს.

დღეს პანკისის სახალხო კრება შეიკრიბა, ხო და იმსჯელეს ჰესების თემაზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ადგილობრივმა პოლიციამ მიაკითხა და კახეთის სამხარეო პოლიციაში წაიყვანა ჰესის მშენებლობის იდეის მოწინაადმდეგე უხუცესები, ვინც იქ აზრი ღიად დააფიქსირა.

იქ მყოფი ის აქტივისტები არ დაუბარებიათ, რომლებსაც მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ.

არ ვიცი ასე ოპერატიულად როგორ მოქმედებენ, მაგრამ გამოხატვის თავისუფლების ასეთი უხეში დარღვევა ძალიან ცუდ შედეგებამდე მიიყვანს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას.”- წერს სამოქალაქო აქტივისტი სულხან ბორძკაშვილი ფეისბუკზე.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ აჭარაში ავტომობილების ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით 3 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაNDI : 46% მიიჩნევს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატია არ არის