პანკისში გვარებს შორის ჩხუბი მსხვერპლით დასრულდა

ერთი ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა სისხლიანი გარჩევა პანკისის ხეობაში. ერთმანეთს რამდენიმე გვარის, მუთოშვილების, ხანგოშვილებისა და ქავთარაშვილების გვარების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, გვარებს ერთმანეთთან ძველი მტრობა ჰქონდათ და მათი შერიგება ადგილობრივი ადათ- წესების მიხედვითაც ვერ მოხერხდა.

ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის, რა მიზნით შეიკრიბნენ დღეს გვარების წარმომადგენელი ახალგაზრდები, რომლბმაც შემდეგ ერთმანეთი ცეცხლსაროლი იარაღით დაჭრეს.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი და დაჭრილია ოთხი ახალგაზრდა. გარდაცვლილი მუთოშვილების გვარის წარმომადგენელია. ამ წუთებში ადგილზე იმყოფება პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც მომხდარის მიზეზებს არკვევენ.

წყარო : პრაიმტაიმი

banner
წინა სტატიაშისაია-20 ივნისს რეზინის ტყვიებს ახლო მანძილიდან, სასიცოცხლო ორგანოების მიმართულებით ისროდნენ
შემდეგი სტატიაპოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან კარვები მაინც გაშალეს