პანკისში გუშინ დაკავებულ ზურაბ იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს

პანკისში სპეცოპერაციის დროს გუშინ დაკავებულ ზურაბ იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომელმაც დაკავებული მოინახულა და მოდულის შენობა უკვე დატოვა. დავით მოდებაძის თქმით, დუმილის უფლება ნიშნავს, რომ ბედოიძე ბრალს არ აღიარებს.
მისივე თქმით, ის დაკავებულის ადგილსამყოფელის დადგენას გვიანობამდე ცდილობდა. ბედოიძე სუს-ის შენობაში ღამის 12 საათზე მიიყვანეს.
ზურაბ იდოიძე პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გუშინ დააკავეს. დაკავებულს ტერორიზმის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.იდოიძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა
შემდეგი სტატია“სპეციალურად მომიკლეს შვილი ამ ფაშისტებმა…სათითაოდ მოვუღებ ბოლოს” – მაჩალიკაშვილის დედა