“პანკისობა 2018” ჩაიშალა

22 სექტემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი „პანკისობა 2018“ ჩაიშალა.

„მთავრობა პანკისის ხეობაში სანამ გასართობ კონცერტებს დაგეგმავს და ჩაატარებს, მანამდე უნდა გაგვცენ პასუხი, რატომ მოკლეს 19 წლის თემირლანი. ჩემს შვილს ტერორიზმთან კავშირი თუ ჰქონდა და დამნაშავე იყო, უტყუარი მტკიცებულებები დადონ. ხელისუფლებას ადამიანების მოკვლის უფლება არ აქვს. ვიდრე თემირლანის მკვლელობის საქმე გამოძიებული არ იქნება და დამნაშავეებს არ დასჯიან, კანონის ფარგლებში არ მივცემთ შესაძლებლობას აქ გასართობი ღონისძიებები ჩაატარონ“, – აღნიშნავს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ღონისძიებაზე მოსახლეობა არ მივიდა.

https://youtu.be/mEzzY-lImZc

 

banner
წინა სტატიაშიქინიბწკვით არძაქ რას ნიშნავს?-სკანდალური ინტერვიუ კახა მიქაიასთან
შემდეგი სტატიარამ განაპირობა ჯიხაშკარ-ხიბულას მოვლენა