პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს განცხადება

პანკისის ხეობაში უხუცესთა საბჭომ და პანკისში მომუშავე არასამთავროებებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ელოდებიან გამოძიებას, თუმცა უკმაყოფილებას გამოთქვამენ ჩატარებული სპეცოპერაციისას მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდის თამერლან მაჩალიკაშვილის გამო.
,,ვაკვირდებით პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს. ქართველი ძალოვანების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ჩვენი აზრი ერთსულოვანია, რომ ხელისუფლების პრეროგატივაა საკუთარ ქვეყანაში წესრიგის დამყარება. ჩვენი უკმაყოფილება განხილულია იმ ფორმების წინააღმდეგ,რომლის გამოყენების შედეგად ახლგაზრდა თამერლან მაჩალიკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია…ველდოებით გამოძიებას”-ნათქვამია განცხადებაში

banner
წინა სტატიაშითემირლან მაჩალიკაშვილის დედა – ამას ასე არ დავტოვებთ, მთელი ხეობა, სანათესავო და საგვარეული ფეხზე დადგება
შემდეგი სტატიაN14 პენიტენციურ დაწესებულებაში ეკლესია ამოქმედდა