15.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 15, 2026
banner

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა.

ამის შესახებ განცხადება, კახე­თის რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის ხელმძღვანელმა, იზა ბექაურმა გააკეთა.

მისი თქმით, ორგანიზაცია 2014 წლიდან ფუნქციონირებდა და 150-ზე მეტი მოსწავლე უსასყიდლოდ იღებდა განათლებას. ქალები კი ადგილზე სხვადასხვა პროფესიას ეუფლებოდნენ.

ბექაურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 28 თებერვალს, ახალი კანონის ფარგლებში, ცენტრს მუშაობა შეაწყვეტინეს.

დღეს დილით კი ახმეტის მერიამ ოფიციალური წერილი გააგზავნა, რომლითაც შენობის დაცლა და ინვენტარის გატანა მოითხოვა.

ბექაურის შეფასებით, ახალგაზრდებისთვის ამ სივრცის ჩამოშორება ხეობაში ბევრ ადამიანს დააზარალებს.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ ირლანდია VS საქართველო – რამაზ სვანაძემ სასტარტო შემადგენლობა დაასახელა
შემდეგი სტატიათბილისი-მარნეულის გზაზე ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა