პანკისის ხეობიდან სირიაში წასული აღაზა ბორჩაშვილი, მისი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ

34 წლის აღაზა ბორჩაშვილის, მისი მეუღლის 35 წლის კახა ტოხოსაშვილის და მათი მცირეწლოვანი ვაჟის დაღუპვის გამო, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანსა და ჯოყოლოში დაღუპულების ოჯახები სამძიმარს დილიდან იღებენ.

დაბომბვის შედეგად ცოლ-ქმრის და მცირეწლოვანი ბავშვის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე არ იყო დადასტურებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ტოხოსაშვილი სირიაში ოჯახით ოთხი წლის წინ წავიდა. კახა ტოხოსაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა.

banner
წინა სტატიაშიორი პატიმრის პროტესტი გლდანის #8 დაწესებულებაში- მსჯავრდებულები ლითონის სხვადასხვა საგნებს ყლაპავენ
შემდეგი სტატია“კომპანიას უნდა ყველა, მათ შორის ბინძური მეთოდით ვალის თემა ხალხს დაავიწყოს” – წულუკიანი “ომეგა ჯგუფზე” საუბრობს