პანკისის ხეობაში უბედური შემთხვევის შედეგად 11 წლის გოგონა გარდაიცვალა

პანკისის ხეობაში, სოფელ წინუბაში უბედური შემთხვევის შედეგად 11 წლის მოზარდი გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით,11 წლის გოგონა ძმასთან ერთად თამაშობდა. სახურავზე ნივთის ასაღებად ავიდა და სახურავზე თავსაბურავით ჩამოეკიდა. საშველად მისულ ოჯახის წევრებს გოგონა გარდაიცვლილი დახვდათ. წინუბნის სკოლის ადმინისტრაციაში მომხდარს უბედურ შემთხვევას უკავშირებენ და თვითმკვლელობას გამორიცხავენ.

მომხდარზე გამოძიება 115 მუხლით დაიწყო,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიზეზების დასადგენად ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშიგრიგორი კარასინი – ნატო-ს სამხედრო აქტივობის გაზრდა საქართველოს კავკასიაში დაძაბულობის ერთგვარ პლაცდარმად აქცევს
შემდეგი სტატიაკავკასიაში EBRD-ის რეგიონული დირექტორი – საქართველო EBRD-ის ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე სტაბილური პარტნიორია