პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატი ირაკლი ბენია მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
რაც შეეხება დანარჩენ სამ დაკავებულს, მათი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.
სუს-მა 26 დეკემბერს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი – თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის მე-15 საჯარო ბაღში, სადაც გუშინ ინციდენტი მოხდა, აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან
შემდეგი სტატიაგამგეობის მიერ გათავისუფლებულმა თანამშრომელებმა სასამართლო მოიგეს