პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი ახალგაზრდის და დაკითხეს

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი ახალგაზრდის და თელავში, პროკურატურაში დაკითხეს.ნატა მაჩალიკაშვილის განცხადებით, მას დაუსვეს კითხვები, სად იმყოფებოდა მისი ძმა სპეცოპერაციის დაწყებამდე და ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი ”ისლამურ სახელმწიფოსთან”.

”მე ვუთხარი, რომ იყო სახლში და სოფელში მეგობრებთან ერთად. კიდევ მკითხეს, “ისლამური სახელმწიფოს” რომელიმე დაჯგუფების წევრი ხომ არ იყო. რა თქმა უნდა, არ იყო, ახლაც ვამბობ და მათაც ვუთხარი. ასევე მკითხეს ჩხრეკის დეტალები, რა დავინახე, სროლა რა ვითარებაში მოხდა. მე ყველაფერი ვუთხარი. რა იქნება არ ვიცი”,- განაცხადა ნატა მაჩალიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპანკისის უხუცესთა საბჭოიქ ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ მსჯელობს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო