პანკისის ხეობაში პოლიციასა და ადგილობრივებს შორის შეტაკებისას დაშავდა რამდენიმე ადამიანი, დაზიანებულია ავტომანქანები

პანკისის ხეობაში სოფელ ბირკიანთან სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის შეტაკება გრძელდება. სამართალდამცველებმა რამდენჯერმე გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, როგორც ადგილობრივები, ისე პოლიციელები.

ადგილობრივები პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედვად, ხელკეტებით და ქვებით ცდილობენ პოლიციის გაძევებას მიმდებარე ტერიტორიიდან. დაზიანდა პოლიციის რამდენიმე ავტომობილი, ასევე მოქალაქეების კუთვნილი მანქანები.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფია მობილიზებული.

banner
წინა სტატიაში„რეზინის ტყვიების გამოყენება არღვევს დემოკრატიის პრინციპებს“ – „კანონი და სამართლი“ პანკისის მოვლენებზე
შემდეგი სტატიაპოლიცია რეზინის ტყვიებს და ცრემლსადენ გაზს აქტიურად იყენებს, ადგილობრივები პოლიციელებს ქვებს ესვრიან