პანკისის ხეობაში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს ერთ-ერთი დაჭრილი ინტერპოლის მიერ ძებნილია

პანკისის ხეობაში კონფლიქტი ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის მოხდა. დაპირისპირების დროს დაიღუპა ერთი ადამიანი და დაიჭრა 4.

პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირების შედეგად ერთ-ერთი დაჭრილი, მურად ქავთარაშვილია, რომელიც რუსეთის მიერ ინტერპოლით ძებნილია.

დაჭრილები თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ დაპირისპირების ორი ვერსია არსებობს: პირველია- “ხადორი 3”- ის ჰესის მშენებლობა, მეორე ვერსიად კი მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის წლების წინ დაწყებული დაპირისპირება სახელდება, რაც კონფლიქტის მუდმივი მიზეზი იყო.

შსს-მ გამოძიება 109-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

წყარო: კურიერი

banner
წინა სტატიაშიშემოსავლების სამსახურიდან დეპარტამენტების ხელმძღვანელები გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაგზირიშვილი ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის ბრალდებებს მის შვილთან დაკავშირებით აბსურდულს უწოდებს