პანკისის ხეობაში განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყნის გარეთაც მოუტანა სახელმწიფოს უარყოფითი შედეგი

„ჰესი რომ საბაბია და არა მიზეზი, ეს ცხადია,“ – ეს განცხადება დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს წევრმა, გუბაზ სანიკიძემ, გააკეთა.

სანიკიძე პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს არჩევანის ეთერში ეხმაურება. ის სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

„ყველა ვარიანტში პასუხისმგებელი არის ხელისუფლება იმიტომ, რომ ის განაგებს ქვეყნის ბედს. რა თქმა უნდა, ამ ხელისუფლების თავიკაცი ვინც არის – ბიძინა ივანიშვილი,“ – განაცხადა სანიკიძემ.

სანიკიძე ამბობს, რომ პანკისში სიტუაცია ისედაც მძიმე იყო, რადგან თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე ჯერ კიდევ გამოძიებული არ არის.

„ორი რამ გააფუჭეს იქ – ერთი ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ნდობა ქართული ხელისუფლების მიმართ განულებულია და იმედს ვიტოვებ, რომ ქართული სახელმწიფოს მიმართ მათ ეს პრეტენზიები არ ექნებათ მომავალში. მეორე, რაც მთავარია – ქართული პოლიციის დემორალიზაცია და განადგურება ხალხის თვალში,“ – განაცხადა სანიკიძემ.

სანიკიძე ამბობს, რომ პანკისის ხეობაში განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყნის გარეთაც მოუტანა სახელმწიფოს უარყოფითი შედეგი.

https://youtu.be/Dazsl4SA1rc

banner
წინა სტატიაშიხუხაშვილი: მმართველი გუნდის წევრები საერთო მესიჯბოქსით საუბრობენ, თუმცა, „შოუს ელიან”
შემდეგი სტატიაპანკისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მოსახლეობასაც ეკისრება და ხელისუფლებასაც