პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები – პანკისელები პატრიარქს შეხვდნენ

პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებული მოვლენები ადგილობრივებმა პატრიარქთან შეხვედრის დროს განიხილეს. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ხეობის მოსახლეობა წუხს მომხდარი ინციდენტის გამო და მიაჩნია, რომ მათი მხრიდან სამართალდამცველებისთვის ასეთი ფორმით წინააღმდეგობის გაწევა, იყო გადაცდომა.

დეკანოზმა თქმით, შეხვედრაზე ისიც აღინიშნა, რომ ადამიანების შეუმზადებლად მსგავსი პროექტების დაწყებისას ყოველთვის უნდა იყო გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ეს შესაძლოა ხალხის უკმაყოფილებაში და დაპირისპირების მცდელობაში გადაიზარდოს.

„ისიც აღინიშნა ორივე მხრიდან, რომ ადამიანების შეუმზადებლად მსგავსი პროექტების დაწყება ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ შესაძლოა ასეთი დაპირისპირების მცდელობაში გადაიზარდოს და ხალხის უკმაყოფილებაში გადაიზარდოს. ამიტომ იმედია იმის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი ხალხების ტრადიციული მეგობრობის აი, ეს განწყობები და დიდი გამოცდილება ამ იარას მოაშუშებს,“- განაცხადა დეკანოზმა.

შეხვედრის ამსახველი ფოტო „პანკისის სათემო რადიომ“ გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიეროვნულმა ბანკმა თბილისში ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, 10 კი დააჯარიმა
შემდეგი სტატია5 მაისს ფოთი ქალაქის დღეს იზეიმებს