პანკისის ხეობაში ერთმანეთს ორი ჯგუფი დაუპირისპირდა, არიან დაზარალებულები

სოფელ დუისში ერთმანეთს ადგილობრივები და სოფელ მატანში მცხოვრები პირები დაუპირისპირდნენ.

პანკისის სათემო ორგანიზაციის განცხადების თანახმად, რომელსაც RADIOWAY ავრცელებს, დუისში დაპირისპირების შედეგად, მატანის მკვიდრები დაზარალდნენ.

“ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაციით, დაპირისპირება სოფელ დუისში, უმნიშვნელო ამბავზე დაიწყო და არასწორი ქმედებებით, სამწუხაროდ, შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რის შედეგადაც დაზარალდა მატანში მცხოვრები ორი ადამიანი. იმავე საღამოს, კონფლიქტი მატანში გაგრძელდა, სადაც პანკისის მცხოვრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ ინციდენტების შესახებ პოლიციისთვის და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის გუშინვე გახდა ცნობილი. დღეს, სოფელ მატანის მცხოვრებლებმა პანკისის ხეობაში შესასვლელი გზის გადაკეტვა სცადეს. ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებიდან არც ამჯერად გამოჩენილა ვინმე, ვინც ვითარების დამშვიდებასა და კონფლიქტის მოგვარებას შეეცდებოდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც Facebook-ზე მალხაზ მაჩალიკაშვილი წერს, ერთერთი, ვისაც ფიზიკურად შეეხნენ, მისი ძმაა.

“უდანაშაულოებზე ხელის აწევა, ცემა არ არის გამართლებული საქციელი, ამას არავინ გაპატიებთ, მოსულია ჩხუბი, შერიგებაც მაგრამ გზების გადაკეტვა, საერთოდ უდანაშაულო ადამიანის ცემა მიუღებელია – როგორც ახლა, ამ შემთხვევში, ჩემს ძმაზე აწიეთ ხელი. მე ამას არ მივესალმები და არც არავის შევარჩენ”, – წერს ის.

“ფორმულასთან” საუბარში პანკისელი სამოქალაქო აქტივისტი სულხან ბორძიკაშვილი დაპირისპირების კონკრეტულ მიზეზზე საუბრობს. კერძოდ, მისი თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მატნელებმა დუისელების ქათმებს ავტომანქანით გ

banner
წინა სტატიაში“საქართველოს მხარს უჭერენ, როგორც ქვეყანას, მაგრამ იქვე საუბარია იმ შესწორებებზე, რომელიც დაისვა ქვედა პალატაში”
შემდეგი სტატიაბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა