პანკიშსი დაკავებული ზურაბ იდოიძის სანახავად სუს-ში ადვოკატი მივიდა

პანკისში სპეცოპერაციის დროს გუშინ დაკავებულ ზურაბ იდოიძესთან ადვოკატი შევიდა. ის დღეს პირველად შეხვდება თავის დაცვის ქვეშ მყოფს. არ არის გამორიცხული, მას დღესვე წარუდგინონ ბრალი.
როგორც ადვოკატმა სუს-ის შენობაში შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ზურაბ იდოიძეს დაკავების შემდეგ, დღეს პირველად ხვდება, შესაბამისად, მას არ აქვს დამატებითი ინფორმაცია, თუმცა აცხადებს, რომ ოჯახს აქვს პრეტენზია და დაკავებულ ზურაბ იდიოძეს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

„პირველად ვხდები ზურაბ იოდიძეს დღეს. დაკავების შემდეგ წუხელ 3 საათზე შემოიყვანეს სუს-ის შენობაში, მე გავესაუბრები და ამის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. რაც შეეხება დაკავების ოქმს, მე ის არ მინახავს. საქმის მასალები მას შემდეგ გადმომეცემა, რაც ზურაბ იდოიძეს ბრალს წარუდგენენ. მე ოჯახმა დამიქირავა, თავად დაკავებულთან არ მისაუბრია. ოჯახის პოზიცია არის ის, რომ ზურაბ იდოიძეს უდანაშაულოდ მიიჩნევენ“, – განაცხადა მოდებაძემ.

banner
წინა სტატიაშიბათუმში სლოტ-კლუბიდან თაღლითურად თანხის მითვისებისთვის ხუთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასურამში სახლები დაიტბორა