პანკისელი თარხან ბათირაშვილის გარდაცვალება ოჯახის წევრებმა დაადასტურეს

ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერის თარხან ბათირაშვილის გარდაცვალება პანკისის ხეობაში მცხოვრებმა მისი ოჯახის წევრებმა დაადასტურეს. თარხან ბათირაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ნათესავები დღეს, დილიდან, სამძიმარს სოფელ ბირკიანში, ბათირაშვილის უფროსი ძმის თენგიზ ბათირაშვილის სახლში იღებენ. ბათირაშვილის ოჯახის წევრებს “ჟღალი გენერლის” გარდაცვალების შესახებ გუშინ, გვიან ღამით, სირიიდან “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთმა გავლენიანმა პირმა შეატყობინა, რომელიც წარმოშობით ასევე პანკისელია.

ბირკიანში თარხან ბათირაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის სათქმელად მისული პანკისელები ამბობენ, რომ თარხან ბათირაშვილის სირიაში წასვლას ხელი ყოფილმა ხელისუფლებამ შეუწყო.

როგორც პანკისის სათემო რადიო WAY-ის თარხან ბათირაშვილის ბიძამ, ჟორჟიკა ბათირაშვილმა განუცხადა, თარხანი 2010 წლამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. 2008 წელს რუსეთ – საქართველოს ომშიც იბრძოდა, 2010 წელს ის სამხედრო სამსახურიდან იმის გამო დაითხოვეს, რომ ტუბერკულოზი დაუდგინდა.

banner
წინა სტატიაში“ხშირად ვხედავთ მოსამართლეებს, რომლებიც მოსამართლეობის მანტიიდან გამოდიან და საზოგადოებას ჭკუას ასწავლიან”
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება”: გამძლეობას ვუსურვებთ საფრანგეთს ამ მძიმე წუთებში