პანკისელი მურად მარგოშვილი ერაყში მოკლეს

აბუ-ვალიდ აშ-შიშანი, რომელსაც ირანული მედია “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის მარჯვენა ხელს უწოდებდა, ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა მოკლეს.
აბუ-ვალიდ აშ-შიშანი, იგივე მურად მარგოშვილი პანკისელია. ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ ოჯახს არ მიუღია. მარგოშვილი ასევე ცნობილია როგორც მუსლიმ აბუ ვალიდი. ის პანკისიდან სირიაში წავიდა საომრად. ის და თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ უმარ აშ-შიშანი პანკისელი ახალგაზრდებისათვის ერთგვარი მაგალითი და პანკისიდან სირიაში მიგრაციის მიზეზი გახდნენ – “კავკასკი უზელი” წერს.
ბათირაშვილის შესახებ გავრცელებული სიკვდილი რამდენჯერმე უარყვეს. მისი ლიკვიდაცია 2016 წელს საბოლოოდ დადასტურდა.

აბუ-ვალიდ აშ-შიშანი 2014 წლიდან ტერორისტების სიაშია.

banner
წინა სტატიაშითბილისი – ახალი რელიგიის დედაქალაქი და ჩხუბი ემიგრანტებთან-ექსკლუზივი
შემდეგი სტატიაFacebook-ი დღეს შეგატყობინებთ, თქვენი პირადი მონაცემი გადაეცა თუ არა Cambridge Analytica-ს