პანკისელები ჩატაევის ცხედრის გადაცემას აღარ მოითხოვენ

პანკისელები ახმედ ჩატაევის ცხედრის გადაცემას აღარ მოითხოვენ, მაგრამ თუ გადასცემენ, დაკრძალვაზე უარს არ იტყვიან.

“უბედურება, რაც დაგვატყდა, ჩატაევის სახელს უკავშირდება. მე, როგორც თავმჯდომარეს, სურვილი არ მაქვს, მოვითხოვო ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების ხეობაში დაკრძალვა. გასაკვირი არ არის ჩემი და უმრავლესობის პოზიცია”, – აცხადებს უხუცესთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე ზაურ გუმაშვილი.

უხუცესთა საბჭოს წევრები არ გამორიცხავენ, რომ ლიკვიდირებულები უსახელოთა სასაფლაოზე დაკრძალეს, რადგან სპეცოპერაციიდან 2 თვე გავიდა.

ცხედრების გადაცემა ხეობის სახელით ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა, მექა ხანგოშვილმა მოითხოვა.

banner
წინა სტატიაში„მართლმსაჯულების სისტემას ხელისუფლება საკუთარი დაინტერესების მიხედვით იყენებს”- ხატია დეკანოიძე HRW-ის ანგარიშს ეხმაურება
შემდეგი სტატიაგიორგი ჭანტურიას მამა და ადვოკატი განცხადებას გააკეთებენ