პანკ-ჯგუფ Buzzcocks -ის ლიდერი პიტ შელი გარდაიცვალა (ვიდეო)

ესტონეთში ჯგუფ Buzzcocks-ის ლიდერი პიტ შელი გარდაიცვალა. ის 63 წლის იყო. სავარაუდოდ, სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა. ჯგუფის ყველაზე ცნობილი კომპოზიციაა Ever Fallen in Love (With Someone You Shouldn’t’ve).
პანკ-ჯგუფის მენეჯერმა “ბიბისის” აცნობა, რომ ფრონტმენი ესტონეთში გარდაიცვალა, სადაც ის უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე ცხოვრობდა.
ჯგუფი ინგლისში 1970-იან წლებში დაარსდა და მან პოპულარულ მუსიკაზე Sex Pistols-ზე არანაკლები გავლენა მოახდინა. ჯგუფის “ტვიტერზე” წერია, რომ შელი ბრიტანეთში ერთ-ერთი გავლენიანი და პროდუქტიული მუსიკოსი იყო.
პიტ შელი ესტონეთში 2012 წელს მეუღლესთან და შვილებთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად.

 

https://youtu.be/terg_LPT3X0

 

 

banner
წინა სტატიაშიგერმანიის მმართველი პარტიის ლიდერი აბორტების და ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგია
შემდეგი სტატიალავროვი: უკრაინელი მეზღვაურების გადაცემის შესახებ საუბარი მხოლოდ სასამართლოს შემდეგ შეიძლება