“პანიკის საფუძველი არ აგვაქვს, სიტუაციას ვაკონტროლებთ”- პრემიერის საგანგებო განცხადება კორონავირუსის საფრთხეზე

საქართველოს მთავრობის სხდომაზე საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებაზე მსჯელობენ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობა, ჯანდაცვის სისტემა სიტუაციას აკონტროლებს.
გახარიას თქმით, მთავრობა მუდმივ კონტაქტზეა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანზაციასთან.

გიორგი გახარიამ მოსახლეობას მოუწოდა, გაითვალისწინონ რეკომენდაციები.
„საქართველოში დაფიქსირდა პირველი შემთხვევა, ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი. ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისი უწყებები და შექმნილი საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო სრულად აკონტროლებენ სიტუაციას. ჩვენ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლი ორგანიზაციის რეკომენდაციები, რომლებსაც უკვე რამოდენიმე დღეა ჩვენ ვავრცელებთ მედიასაშუალებების მიერ. აქტიურად გრძელდება საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა, რომელიც შეიქმნა 28 იანვარს და ამ საბჭოს ეფექტური მუშაობის შედეგად მოხდა პირველი ფაქტის საზღვარზე დაფიქსირება, ისე, რომ ფაქტობრივად ,ამას არ ჰქონია ჩვენს მოქალაქეებთან შეხება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დაფიქსირდა კონკრეტულად საზღვარზე, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელს უნდა გადავუხადოთ მადლობა, ისევე როგორ მესაზღვრეებს ასევე საბაჟოს თანამშრომლებს“, – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიმარიანა ჩოლოიანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე : კორონავირუსის ფაქტი, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა იყო დროულად აღმოჩენილი, კონტაქტების გავრცელება არ მომხდარა