პანიკას არ ავყვეთ, მაგრამ მთავრობას ამ და კიდევ ბევრ კითხვაზე პასუხი მოვთხოვოთ! – ზურაბ ჭაიბერაშვილი

’’ევროპული საქართველოს’’ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კორონა ვირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

"მილიარდერი ივანიშვილის მთავრობა ხალხს აღარიბებს და ათასობით ადამიანს სოციალურ დახმარებას უწყვეტს" - ზურაბ ჭიაბერაშვილიმთავარია, არ იყოს პანიკა! #2
დავადებათა კონტროლის ცენტრისა და ამირან გამყრელიძისადმი ჩემი ნდობისა და პატივისცემის მიუხედავად, ზედმეტად ვიმშვიდებთ თავს იმით, რომ “ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე გვყავს”.
ღონისძიებათა ჩამონათვალი, რომელსაც მთავრობა უნდა ახორციელებდეს, სცილდება ამ ორი ადამიანის საქმიანობის სფეროს.
დუმს განათლების სამინისტრო. არადა სკოლების 27%-ში ხელსაბანი არაა.
საპონი იქაც არაა, სადაც ხელსაბანია.
დუმან მუნიციპალიტეტები. ბაღები მათი ქვემდებარეა. ვინმე დამატებით ტრენინგს/ახსნა განმარტებას აღმზრდელებს, მასწავლებლებს უტარებს?
არაფერი ვიცით ჯანდაცვის სისტემის მობილიზაციის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს მიღმა.
თუ საზღვარზე შემსვლელები რისკ-ჯგუფია, დამხვედრები ანუ მესაზღვრე-პოლიციელები, მებაჟეები, პერსონალი?
პირბადეები ჯანმრთელებს არ სჭირდებათ, მაგრამ ვისაც ახველებს და სხვა სიმპტომები აქვს, მათთვის არის საავადმყოფოებში საკმარისი მარაგი, რომ მედპერსონალი დავიცვათ?
სტანდარტული ანტი-ვირუსული მკურნალობისთვის საჭირო პრეპარატების მარაგი შემოწმებულია?
თუ პირბადეების დარად, მაგაზეც მხრებს ავიჩეჩავთ, რომ დაგვჭირდეს?
ტურიზმის სექტორს როგორ უჭირს უკვე, ვინმემ მოიკითხა?
მხოლოდ იმით, რომ ამირან გამყრელიძე დამაჯერებლობას და პროფესიონალიზმს ასხივებს (არის კიდეც!) და ამით გვამშვიდებს, შორს ვერ წავალთ.
პანიკას არ ავყვეთ, მაგრამ მთავრობას ამ და კიდევ ბევრ კითხვაზე პასუხი მოვთხოვოთ!-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

banner
წინა სტატიაშიონის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლებთან და მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის გამო საქართველოს ბანკის სანზონის ფილიალმა მუშაობა შეაჩერა