პანდემიისა და მართლმადიდებლური აღდგომის მიუხედავად, საოკუპაციო ძალები ბორდერიზაციას აგრძელებენ

პანდემიისა და მართლმადიდებლური აღდგომის მიუხედავად, საოკუპაციო ძალები ბორდერიზაციას აგრძელებენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა „ტვიტერში„ წერს.

„პანდემიისა და მართლმადიდებლური აღდგომის მიუხედავად, რუსეთისგან მართული საოკუპაციო ძალები სამხრეთ ოსეთში ბორდერიზაციას აგრძელებენ. მეტიც, ისინი კრძალავენ სამედიცინო ევაკუაციას საქართველოს საავადმყოფოებში. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ზეწოლა რუსეთზე, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, – აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ბორდერიზაცია განახორციელეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ბერაია: „რუსეთის დღის წესრიგი არ არის თანხვედრაში თავისუფალი დემოკრატიების კეთილდღეობის, განვითარების და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებთან“
შემდეგი სტატიააფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია განცხადებას ავრცელებს