პანდემიის მიუხედავად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა არ შეჩერებულა.

walenjixa

პანდემიის მიუხედავად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა არ შეჩერებულა.

შიდასახემწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ლია-ფახულანის საავტომობილო გზის მე-10 კმ-ზე, მდ. ენგურზე არსებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად, ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,Construction Service” ასრულებს.

ენგურზე გადასასვლელი ხიდი მასშტაბური პროექტია და მისი ბიუჯეტი ხუთი მილიონ ხუთასი ათასი ლარია. სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი. ახალი ხიდი სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სატრანსპორტო მოთხოვნებს.

banner
წინა სტატიაშივაშაძე: შემდეგ შეხვედრაზე უკვე კონკრეტულად არჩევნების თარიღზე ვისაუბრებთ
შემდეგი სტატიალევან თარხნიშვილი – „ევროპულმა საქართველომ“ 600-ზე მეტი საჩივარი შეიტანა ყველა დონეზე, აქედან დაკმაყოფილებულია მხოლოდ ერთი