პანდემიის მიუხედავად გერმანიის ექსპორტის მოცულობა იზრდება

ხანგრძლივი კრიზისის მიუხედავად, უკანასკნელი 11 თვის მანძილზე გერმანული კომპანიების ექსპორტი ზრდადია. მარტში თებერვალთან შედარებით ექსპორტი 1,2%-ით გაიზარდა და 126,5 მილიარდი ევრო შეადგინა – პარასკევს, 7 მაისს ქვეყნის სტატისტიკის სამსახურმა გაავრცელა – “დოიჩე ველე” წერს. ეს ნიშნავს იმას, რომ გერმანიის ექსპორტი 2020 წლის მარტთან შედარებით 16,1 %-ით გაიზარდა, მაგრამ კრიზისამდელ მდგომარეობასთან შედარებით 0,9%-ით.
იმპორტის მაჩვენებლებიც 6,5%-ით არის გაზრდილი თებერვლის თვესთან შედარებით და 15,5%-ით 2020 წლის მარტთან შედარებით.
გერმანიის სავაჭრო-მეწარმეთა პალატა (DIHK) მთელი წლის მანძილზე ექსპორტ-იმპორტის მნიშვნელოვნად გაზრდას პროგნოზირებს.

banner
წინა სტატიაშივაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საქართველოს მთავრობამ სპეციალური ვებ საიტი შექმნა
შემდეგი სტატიაქოლგა თბილისი ფოტო 2021-ის დაჯილდოება 7 მაისს, ვირტუალურ სივრცეში გაიმართება