“პანდემიის გამო ქვეყანას მოუწია დამატებით ვალის აღება მოქალაქეების დახმარების მიზნით”

region
ავტ.: region ივნისი 26, 2020 15:26

“პანდემიის გამო ქვეყანას მოუწია დამატებით ვალის აღება მოქალაქეების დახმარების მიზნით”

პანდემიამ სრულად შეცვალა როგორც მსოფლიო ეკონომიკური პროგნოზი, ასევე ჩვენი პროგნოზებიც თავდაყირა დააყენა, ჩვენ მოგვიწია სოლიდური ვალების აღება, რათა პირველ რიგში დავხმარებოდით მოქალაქეებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა და ყველაზე მეტად გაუჭირდა ამ პანდემიის დროს“, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ წლიური ანგარიშის წარდგენისას.

დეპუტატი დაინტერესდა საგარეო და საშინაო ვალების საკითხით და ამ მიმართულებით ხელისუფლების გეგმებით, „რა უნდა გაკეთდეს, რათა კიდევ მეტად გავიმყაროთ ის მტკიცე პოზიციები საერთაშორისო სავალუტო ფონდში, რაც ბოლო წლების განმავლობაში ცალსახად ჰქონდა ჩვენს ქვეყანას“.

ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, 2020 წლის დასაწყისში, როდესაც ჯერ კიდევ საკმაოდ პოზიტიური პროგნოზები იყო მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მიმართულებით, ქვეყანას ჰქონდა გეგმა საგარეო ვალის დაახლოებით 10%-იან შემცირებაზე.

„საგარეო და საშინაო ვალებთან დაკავშირებით დღეს საკმაოდ დიდი მითქმა-მოთქმა მიდის და მსურს გთხოვოთ, დაგვანახოთ, რა სურათია ამ მიმართულებით, რამდენად შეიცავს ეს მიმართულება გარკვეულ რისკებს, რადგან მაასტრიხტის ხელშეკრულების თანახმად, ევროპაში არის გარკვეული სტანდარტი – ეს არის 60% საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში და რამხელაა ის რისკი, რომ ჩვენ ეს საკითხი შემდეგი წლების განმავლობაში დავარეგულიროთ და კიდევ მეტად გავიმყაროთ ის მტკიცე პოზიციები საერთაშორისო სავალუტო ფონდში, რაც ბოლო წლების განმავლობაში ცალსახად გვქონდა“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

region
ავტ.: region ივნისი 26, 2020 15:26