პანდემიამდე თურქეთში დასაქმებულმა პირებმა ხელვაჩაურში საზღვრის გახსნის მოთხოვნით აქცია გამართეს

მოქალაქეებმა, რომლებიც კორონავირუსის პანდემიამდე თურქეთში მუშაობდნენ, სარფის საბაჟოსთან საპროტესტო აქცია გამართაეს.

აქციაზე იმყოფებოდნენ მეზობელ ქვეყანაში, როგორც ყოველდღიურად გადამსვლელები, ასევე თურქეთში სისტემატურად დასაქმებულები. ისინი მეზობელ ქვეყანასთან საზღვრის გახსნას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკვეტაც სცადეს, თუცა ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეებს შეხვდნენ აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, მათი თქმით, მეზობელ ქვეყნებში სეზონურად დასაქმებულები კომპენსაციას მიიღებენ. აქციის მონაწილეებმა ამის საპასუხოდ განაცხადეს, რომ იმ მძიმე პრობლემებს, რომელიც საზღვრის დაკეტვის გამო შეექმნათ, 300-ლარიანი დახმარება ვერ გადაჭრის.

banner
წინა სტატიაშიკარლ ჰარცელი – 15 უსაფრთხო ქვეყანას შორის დასახელება იმ მნიშვნელოვანი სამუშაოს აღიარებაა
შემდეგი სტატია“საქართველომ დემოკრატიის ტესტები უკვე ჩააბარა, მაგრამ ეს პროცესი უნდა დასრულდეს, ახლა უმთავრესი მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების სამაგალითოდ ჩატარებაა”