პანდას აღიარება – კომპანი ადასტურებს, რომ ფეისბუკის საშუალებით “ნაციონალურ მოძრაობის” დისკრედიტაციას ეწეოდა

სარეკლამო კომპანია “პანდა”, რომელიც “ფეისბუკმა” რამდენიმე დღის წინ, გაუქმებულ პროსახელისუფლებო გვერდებთან დააკავშირა, ბრალდებების ნაწილს ადასტურებს.

მათი განცხადებით, ისინი ფეისბუკის საშუალებით ოპოზიციას, კერძოდ კი „ნაციონალურ მოძრაობას“ „აკრიტიკებდნენ“, თუმცა, ეს ქმედება არა „ქართული ოცნების სიყვარულით“ არამედ „დიქტატურის შიშით“ იყო განპირობებული.

“დიახ, ჩვენ ჩვენს რესურსებში მართლაც ვაკრიტიკებდით ოპოზიციას, უფრო კონკრეტულად ნაციონალურ მოძრაობას” – აღნიშნა პანდას წევრმა.

პანდა არ ადასტურებს ბრალდებებს ყალბი ინფორმაციის გავრცელების, საზოგადოების გახლეჩვისა და ანტიამერიკული პროპაგანდის გავრცელების შესახებ.

სარეკლამო კომპანია პანდა არაფერს ამბობს დაფინანსების წყაროებზე – თუ ვინ აძლევდა მათ დიდძალ ფულს.

პროსახელისუფლებო ტროლები არაფერს ამბობენ, ნაციონალური მოძრაობის გარდა, ხელისუფლების მიმართ, ფაქტობრივად, ყველა კრიტიკულად განწყობილი ადამიანის, მათ შორის, შვილმკვდარი მამების მიმართ შავი პიარის აგორებაზე.

banner
წინა სტატიაშისაკრებულო დღეს თბილისის 2020 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა დაღუპული სამხედროების შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა